დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურსის „აგროლიგა 2024“ გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ

კონკურსის „აგროლიგა 2024“ გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ

04-07-2024 10:36:00

კონკურსში მონაწილეობა 300-მდე სტუდენტმა მიიღო, საიდანაც 18 გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე გამოვლინდა.

 

კონკური „აგროლიგა“ მიზნად ისახავს  აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელებას, აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობას და წარმატებული სტუდენტების წარმოჩენას. კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა და მოიცვა მევენახეობის, მცენარეთა დაცვის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, მეხილეობის, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების  მიმართულებები.

 

გამარჯვებულებს სასაჩუქრე ვაუჩერები და სერტიფიკატები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის  სააგენტოს (SDC) ეროვნული პროგრამის ოფიცერმა ლელა მამრიკიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ნანობაშვილმა გადასცეს.

 

კონკურსის კონცეფციის ავტორი და განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პარტნიორობით. კონკურსი იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია (ფაზა3)“ ფარგლებში. 

 

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები