დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კონკურენტულ გარემოს თხილის ბაზარზე დადებითად აფასებს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კონკურენტულ გარემოს თხილის ბაზარზე დადებითად აფასებს

13-06-2024 10:51:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), თხილის ბაზრისმონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ: 2020-2023 წლებში, ხუთიმსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან47%-მდე მერყეობდა. თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობითხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი(4%).

საქართველოდან 2020 წელს - 289,8 მლნ. ლარის ღირებულების 16 675 ტონა,  2021 წელს - 365.7 მლნ.ლარის  ღირებულების 23 465 ტონა, 2022 წელს - 277.1 მლნ. ლარის ღირებულების 21 848 ტონა, ხოლო2023 წელს -  219.2 მლნ ლარის ღირებულების 16 169 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა.ექსპორტიორი ეკონომიკური აგებტების რაოდენობა ამ პერიოდში 65-80 ერთეულის ფარგლებშიმერყეობდა.

GCCA-ის შეფასებით ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილიშესასწავლ პერიოდში 47%-ს არ აღემატებოდა, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკურიაგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვისაუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. ბაზარზე მოქმედი კომპანიებისრაოდენობის, მსხვილი კომპანიების წილობრივი მაჩვენებლების და კონცენტრაციის ინდექსისგათვალისწინებით, ბაზარი კონკურენტულია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ხორციელდება 2 ტიპის თხილის ექსპორტი -ნაჭუჭგაუცლელი და ნაჭუჭგაცლილი. 2020-2023 წლებში, ქვეყნიდან ძირითადად ხორციელდებოდანაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი. 5 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილინაჭუჭგაცლილის საერთო ექსპორტში დაბალია და  31-39%-ს შეადგენდა.

ნაჭუჭგაუცლელი თხილის შემთხვევაში, ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, სახეზეა დომინანტიეკონომიკური აგენტი, თუმცა  დამატებითი შესწავლის შემთხვევაში დადგინდა, რომ ბაზრისამგვარი სტრუქტურა რიგი ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. შესაბამისად, არარსებობს კონკურენტულ გარემოზე კონცენტრაციის ამგვარი ხარისხის უარყოფითი გავლენა.

GCCA-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა დამრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზეკონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შესწავლა 2022 წელს ადგილობრივიფერმერების მომართვის საფუძველზე დაიწყო. იხილეთ ანგარიში სრულად:https://gcca.gov.ge/uploads_script/news/tmp/phplUkLkQ.pdf


მსგავსი სიახლეები