საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ვოლტ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
საკითხი ეხებოდა ხომენკო ვადიმ სტანისლავოვიჩის განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:
• შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა;
• ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. მათ შორის, იმ მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც ვებგვერდზე www.wolt.com და მობილურ აპლიკაციაში იყიდება;
• უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა