დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია ,,სტუმარი” მომხმარებლებს ღვინის ჩაის სთავაზობს

კომპანია ,,სტუმარი” მომხმარებლებს ღვინის ჩაის სთავაზობს

30-09-2023 08:44:55

ღვინის ჩაი უნიკალური პროდუქტია, რომელიც სიახლეა არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ღვინის არომატით ხასიათდება, შემოდგომასა და განსაკუთრებით მთასთან ასოცირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან კომპანია ,,სტუმარის“ დამფუძნებელი გიორგი ბუკია საუბრობს.

,,ჩვენი პროდუქტი უალკოჰოლო და ნატურალურია. პირველები ვართ მსოფლიოში, ვინც ასეთი ნაწარმი შევთავაზეთ მომხმარებელს. აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი მუდმივად იყოს ტონუსში და კარგი განწყობით გამოირჩეოდეს. ვთვლი, რომ ,,ვიქენდზე“ ღვინის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია, რის დაგემოვნებაც მომხმარებელს შეეძლება. ამავე დროს გამაჯანსაღებელი სითხეა, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არომატიდან გამომდინარე, შემოდგომასთან და  განსაკუთრებით მთის კურორტებთან არის ასოცირებული.  პროდუქტს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება, გააჩნია დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, შეიცავს დიდი რაოდენობით B და D ჯგუფის ვიტამინებს, კარგია სისხლის მიმოქცევისთვის. ამ ყველაფერზე გვაქვს ოფიციალური ლაბორატორიული კვლევები ჩატარებული, - აცხადებს გიორგი ბუკია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,სტუმარმა“  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 2021 წლის დასაწყისში 650 000 ლარიანი გრანტი მიიღო, რაც საწარმოს გადაიარაღებას და წარმოების ზრდას მოხმარდა.

კომპანიაში ამ ეტაპზე 7 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად ეს მაჩვენებელი 15-მდეა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები