დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია „Ramses Georgian Yachting Platform" LLC-ს 2019 წლიდან აღარ ჰქონდა უფლებამოსილება, ემოქმედა Azimut Benetti Group-ის სახელით

კომპანია „Ramses Georgian Yachting Platform" LLC-ს 2019 წლიდან აღარ ჰქონდა უფლებამოსილება, ემოქმედა Azimut Benetti Group-ის სახელით

27-10-2024 23:30:00

2024 წლის 9 ოქტომბერს შპს „ელთ ბილდინგმა" ოფიციალური საინფორმაციო წერილით მიმართა იტალიის წამყვან იახტმშენებელ კომპანიას - „Azimut Benetti Group"-ს. კორესპონდენციაში აღინიშნა, რომ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც ეხება Azimut Benetti Group-ის იახტის მოწოდების საფუძვლით შპს „ელთ ბილდინგის" კუთვნილი თანხების უკანონო მითვისებას. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ზემოხსენებული პირები თავს წარმოაჩენდნენ როგორც Azimut Benetti Group-ის ოფიციალურ წარმომადგენლებად საქართველოში.

საპასუხო წერილში, რომელიც Azimut Benetti Group-მა 2024 წლის 25 ოქტომბერს მიწერა შპს „ელთ ბილდინგს“, იტალიურმა კომპანიამ გამოხატა ღრმა შეშფოთება აღნიშნული ფაქტის გამო. მათ დაადასტურეს, რომ კომპანია „Ramses Georgian Yachting Platform" LLC მხოლოდ 2018-2019 წლებში წარმოადგენდა მათ სუბ-დილერს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პერიოდის შემდგომ კი, აღნიშნულ კომპანიას აღარ ჰქონდა უფლებამოსილება, ემოქმედა Azimut Benetti Group-ის სახელით, შესაბამისად, მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და რეპუტაციის გამოყენება გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ ყოველგვარი ავტორიზაციისა და თანხმობის გარეშე ხორციელდებოდა.

No photo description available.

საგულისხმოა, რომ გიორგი ჩიკვაიძე 2019 წლის შემდგომ პერიოდშიც საჯარო სივრცეში, მათ შორის მრავალრიცხოვან სატელევიზიო ინტერვიუებში, აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს მისი კომპანია „Ramses Georgian Yachting Platform" წარმოადგენდა Azimut Benetti Group-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდგომ პერიოდში არც თავად გიორგი ჩიკვაიძეს და არც მის რომელიმე კომპანიას არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობა Azimut Benetti Group-თან, როგორც მის ოფიციალურ წარმომადგენელსთან. შპს „ელთ ბილდინგისთვის" წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტზე Azimut Benetti Group გეგმავს შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღებას „Ramses Georgian Yachting Platform"-ის მიმართ მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები