დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქიმწმენდის მოწყობა საცხოვრებელსა და დაწესებულებების შენობებში სექტემბრიდან იკრძალება

ქიმწმენდის მოწყობა საცხოვრებელსა და დაწესებულებების შენობებში სექტემბრიდან იკრძალება

07-03-2024 12:51:00

ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც - დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი - მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით“, - ნატქვამია ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ქიმწმენდის საწარმო, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს, ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

ახალი რეგლამენტი, ძალაში, 2024 წლის სექტემბრიდან შევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები