ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჯავშნილი მატარებელი, რომელსაც კიმ ჩენ ინი საერთაშორისო ვიზიტების დროს იყენებს სადგურიდან გავიდა. კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ სამშაბათს გაიმართება. ეს კიმ ჩენ ინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ლიდერები სავარაუდოდ ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ, რომელსაც პუტინი უკრაინაში გამოიყენებს.
ოფიციალური ინფორმაცია ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა