დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხილ-ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 5%-ით შემცირდა

ხილ-ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 5%-ით შემცირდა

27-01-2024 19:00:00

ქვეყნიდან ნატურული წვენების ექსპორტი 5%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 12,572.90 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, რისთვისაც 16,228.39 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის საექსპორტო მაჩვენებელი კი 15,538.97 ათასი დოლარის ღირებულების 13,251.59 ტონა წვენებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია. 

2023 წლის სტატისტიკით კი ქვეყნიდან ექსპორტირებული წვენების 20%-ი ევროკავშირის ბაზარზე შედის. ხოლო რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს აქ ლიდერი რუსეთია, სადაც მთლიანად ექსპორტირებული წვენების 27%-ი რუსეთზე მოდის.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:

  • რუსეთი - 3,376.10 ტონა
  • აშშ - 2,167.20 ტონა
  • გერმანია - 1,908.94 ტონა
  • ავსტრალია - 1,091.44 ტონა
  • ისრაელი - 902.94 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები