დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხიდი და  სოფლამდე მისასვლელი დროებითი ალტერნატიული გზა - გურიაში სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

ხიდი და  სოფლამდე მისასვლელი დროებითი ალტერნატიული გზა - გურიაში სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

25-09-2023 10:30:53

მთავრობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, მდინარე შუთზე მდებარე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობას და სოფელამდე მისასვლელი დროებითი ალტერნატიული გზის მშენებლობას იწყებს. აღნიშნულ მომსახურებას კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს, რაშიც 2 500 000 ლარს დახარჯავს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 8 სექტებერს მოსული უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე შუთმა სოფელ ხორეთში დააზიანა საავტომობილო ხიდი. შედეგად 54 ოჯახი დარჩენილია გზის გარეშე. სოფელი მოწყვეტილია ცენტრალურ გზას და სხვა ალტერნატიული გასასვლელი არ არსებობს, მოსახლეობა გადაადგილდება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით. აღნიშნული ოჯახებისთვის შეუძლებელი გახდა ბავშვების სკოლაში ტარება, საჭირო პროდუქტებით მომარაგება. ასევე, მოკლებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები