დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი ამბროლაურში

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი ამბროლაურში

02-07-2024 14:05:00

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის,  სლოვენიური მეთოდის გამოყენებით, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება.

სწავლება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR).

პროექტის მეორე ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის განვითარებისთვის. საველე სწავლებასთან ერთად, სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა I“ ფარგლებში, გასული ორი წლის განმავლობაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 33 836 ჰა ფართობზე განხორციელდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა.

პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება.

პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.

პროექტის სრული ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს. ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია პროექტში 551,500 ევროა, ხოლო საგრანტო თანხის მოცულობა, ჯამში, 548,440 ევრო.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები