2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.
როგორც ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ღირებულება ყველა დიდ ქალაქში გაიზარდა, გარდა ბათუმისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თბილისში (+15.1%), რომელსაც მოჰყვება თელავი საკმაოდ დიდი მაჩვენებლით (+4.4%), ბათუმში კი მცირე კლება დაფიქსირდა (-0.3%). ასეთი განსხვავების მიზეზი შეიძლება შემოდგომასთან დაკავშირებული სეზონური ცვლილებები იყოს. ინდექსში დაფიქსირებული ტენდენცია იმის შედეგია, რომ ადგილობრვიმა ტურიზმმა შავი ზღვის სანაპიროებიდან თელავსა და თბილისში გადმოინაცვლა, რამაც გამოიწვია მოთხოვნისა და შესაბამისად ფასების ცვლილება ჩამოთვლილ ქალაქებში.
„გასულ თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, გარდა კარაქისა, რომლის ღირებულებაც უცვლელი დარჩა. ოქტომბერში ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: კვერცხი – +5.9%, ყველი – +4.2%, ფქვილი – +2.7%, საფუარი – +2.4%, რძე – +1.9%. მიუხედავად იმისა, რომ ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა, ყველისა და ფქვილის ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად დაეცა (ყველი – 12.4%, ფქვილი კი – 4.6%-ით).
ვინაიდან რძის მიწოდება სეზონურად იკლებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ყველისა და რძის, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებენ ISET-ში.
უახლესი
5 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა15 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა17 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა