ქედაში ყურძნის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი მიმდინარეობს. წელს მუნიციპალიტეტში ჩხავერის ყურძნის 200 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ორცვაში ჯამბულ აბულაძის ვენახში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ რთველში მიიღო მონაწილეობა.
მევენახე ფერმერს 1-ჰა ფართობზე გაშენებული აქვს ჩხავერის ნერგი, საიდანაც წელს ელოდება 5 ტონა მოსავალს. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 96 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი.
ჩხავერის რთველში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, მინისტრის მოადგილეები და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
უახლესი