ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან.
მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიული წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური გაიტაცეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან.
განსაკუთრებით ვულოცავთ და მადლობას ვუხდით მეზღვაურთა ოჯახის წევრებს გამოჩენილი გამძლეობისათვის!", - ნათქვამია განცხადებაში.
უახლესი
13 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი