10-12 ნოემბერს ქართული ტურისტული კომპანიები საბერძნეთში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაში Philoxenia 2023 მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საელჩოსა და Helexpo-ს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას Philoxenia 2023-ში.
ქართული ტურისტული კომპანიები გამოფენის სტუმრებს გააცნობენ მათი კომპანიების და მთლიანად საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, რათა მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ზრდა და უფრო მეტი ადამიანი ეწვიოს საქართველოს.
გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი ქართული ტურისტული კომპანიები: Explore Georgia, LLC Qvevri Host, “We love Georgia -Takiki travel” LTD, GEORGIAN HOLIDAYS LLC, GEORGICA TRAVEL LTD, Exotour.
გამოფენა ქალაქ თესალონიკში გაიმართება.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა