დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ციტრუსის საექსპორტო ბაზარი სამწუხაროდ, რუსეთია - „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი

ქართული ციტრუსის საექსპორტო ბაზარი სამწუხაროდ, რუსეთია - „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი

22-09-2023 15:00:27

ქართული ციტრუსის მთავარი საექსპორტო ბაზარი სამწუხაროდ, რუსეთია, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-სთან საუბრისას „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ ქართული ციტრუსის საექსპორტო ბაზრებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავარია, რომ მიწოდების ჯაჭვი იყოს უწყვეტი, რათა ექსპორტიორებსაც და თავად ფერმერებსაც პრობლემები არ შეექმნათ. 

„საქმეს ართულებს არასტაბილური მიწოდება. გასულ წელს ციტრუსის რეალიზაციის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ პრობლემა ხან ლოგისტიკური მიმართულებით შეიქმნა, ხან საზღვარზე დიდი რიგების გამო.  დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პიკში უნდა შევიდეს საექსპორტო ბაზრებზე ციტრუსის გადატვირთვა, 10 დეკემბრიდან საერთოდ გაჩერდა პროცესი.

ამ პროცესისგან წელსაც არავინაა დაზღვეული. უკრაინაში ომის გამო ისედაც დატვირთულია ლარის გამშვები პუნქტი. სეზონზე კლიმატური პირობების გათვალისწინებით უფრო მეტად იტვირთება საზღვარი. საბორნე გადასასვლელს რაც შეეხება უკრაინაში ომია და არასტაბილურია.

მთავარ საექსპორტო ბაზარი ჩვენდა სამწუხაროდ რუსეთია, რომელიც გასულ წელს თურქულმა მანდარინმა 100%-ით აითვისა. ხარისხიანი მანდარინი გაიყიდება და რამდენად შენარჩუნდება დინამიკაში სეზონის ბოლომდე, ამის პროგნოზირება ძნელია“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საადრეო ჯიშის ციტრუსის კრეფა 20 ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო საექსპორტოსი 10 ნოემბრიდან და „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში 20 ნოემბრიდან შევა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები