„ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-მდე აქვს რეალური რეიტინგი და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია, - ამის შესახებ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი „ქართული ოცნების“ საარჩევნოდ გაძლიერება არ არის.
„ამაზეც აქცენტი ძალიან კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაშიც, რომ მე ამისთვის არ მოვედი. მე მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი“, - განმარტა ივანიშვილმა.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა