ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლები, წინასამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცეზეა ხელმისაწვდომი.
„განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია − სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განაცხადით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მითითებული ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირდაპირი წესით შერჩევაში მონაწილე დაინტერესებულ პირებზე;“- ნათქვამია დადგენილებაში.
უახლესი
17 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს19 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა21 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება