დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება - ირაკლი კობახიძე

კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება - ირაკლი კობახიძე

10-09-2023 22:54:24

საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა და დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ხელისუფლება იქნება ბოლომდე პირნათელი ამ თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, წელს მაინც გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლანჩხუთში განუცხადა.

მან ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები შეაფასა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. 

„მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო, მათ შორის შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები. წარმოდგენილი იყო კონკრეტული წინადადებები ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება სათანადო რეაგირება. კერძოდ, წარმოვადგენთ იმის გეგმას, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება. უახლოეს მომავალში ძალიან ზუსტი გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე ამასთან დაკავშირებით. საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა და დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ხელისუფლება იქნება ბოლომდე პირნათელი ამ თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, წელს მაინც გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, - განაცხადა კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები