ქართულ ნატურალური წვენებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც Business Insider Georgia-თან ნატურალური წვენების მწარმოებელი ქართული ბრენდის „კამპას“ გენერალური დირექტორი სანდრო ბუაძე აცხადებს, კომპანიის წარმოება საკმაოდ გაზრდილია.
„პროცენტულ ჭრილში წარმოება მიმდინარე ეტაპისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70%-იან ზრდას აჩვენებს“, - ამბობს კომპანიის მენეჯერი.
რაც შეეხება ექსპორტს „კამპას“ პროდუქცია 10 ბაზარზეა წარმოდგენილი.
„ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული გაქვს. პროდუქცია შეგვაქვს აშშ-ში, იაპონიაში, ისრაელში, ფილიპინებში, აზერბაიჯანში, საუდის არაბეთში და ასე შემდეგ. ჩვენთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ამ დროისათვის საუდის არაბეთია.
რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს თვე თვეს, რომ შევადაროთ დაახლოებით 10-15%-იანი ზრდაა. თუმცა წლიურ ჭრილში უფრო მაღალ ზრდას ველოდებით“, - აცხადებს სანდრო ბუაძე.
ექსპორტის პარალელურად „კამპას“ გაყიდვები მზარდია შიდა ბაზარზეც.
„ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია, ბოლო პერიოდში დისტრიბუცია 2-ჯერ გამოვიცვალეთ და უკვე მეორე წელია რაც ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და გაყიდვები იზრდება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ დროისათვის „კამპა“ საკმაოდ ბევრი დასახელების და ფორმატის პროდუქციას აწარმოებს, როგორც შუშის ბოთლებში ასევე ტეტრაში.
„დაახლოებით 30-მდე უნიკალური გემო გაქვს. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალ გემოებზე და ეს მუშა პროცესია. გეტყვით, რომ ახალი კატეგორიების გამოშვებაზე ვმუშაობთ“, - ამბობს „კამპას“ ხელმძღვანელი.
რაც შეეხება კომპანიის მიერ ახალი კატეგორიის დამატებას, საუბარია საბავშვო სასმელების წარმოებაზე და ეს იქნება ისევ ორგანული მიმართულება.
„კამპას“ პროდუქცია მზადდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოპოვებული საუკეთესო ხილისგან. როგორც სანდრო ბუაძე ამბობს, ახლო პერსპექტივაში კომპანია საკუთარი ბაღების გაშენებას არ განიხილავს.
„ამ ეტაპზე საკუთარი ბაღები არ გაქვს. ეს ცალკე სფეროა და ამ ეტაპზე მაგ მიმართულებით არ ვმუშაობთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საინტერესოა“, - ამბობს „კამპას“ მენეჯერი.
საბა ბუაძის თქმით, ბოლო პერიოდში „კამპას“ პროდუქციის 10%-იანი გაძვირებაც მოუწია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს ამისი მიზეზი იყო გაძვირებული ნედლეული, შესაფუთი მასალები, ელექტროენერგია, გაზი და სხვა.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება