საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახალი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „კალიების წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობას გაეცნო.
გაეროს წარმომადგენლებმა რეგიონში მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულ ტექნიკა დაათვალიერეს. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ფერმერების აზრი იმ პროგრამის ეფექტიანობისა შესახებ, რომელიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება და რომელიც კალიებთან ბრძოლის ახალ მეთოდებს მოიცავს", - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახალიმ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმატებით დაინერგა კალიების მართვისა და კონტროლის სისტემები, ამ მიმართულებით აღინიშნება ხელშესახები შედეგებიც. გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აღნიშნულ პროგრამას 2011 წლიდან ახორციელებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივი ხელისუფლებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, აგრეთვე ჩემს კოლეგებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან მარნეულში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებისა და ჩემი მოწვევისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ფერმერების აზრი იმ პროგრამის ეფექტურობისა და შედეგიანობის შესახებ, რომელიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება და კალიებთან ბრძოლის ახალ მეთოდებს მოიცავს“, - ამბობს საბინე მახლი - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა