დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილ მშენებლობის პროექტს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორებს მისი გამოსწორება მოუწევთ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
„ამ პროექტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გამოტანილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე და მოწონებულია. თუ რამე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, მოუწევთ ამის გამოსწორება. როდესაც რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგწვდით. რაც შეეხება კითხვას, მომწონს თუ არა პროექტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მე მომწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ამით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. თბილისს ჰყავს შესაბამისი უწყებები, სადაც უამრავი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. ისინი განიხილავენ მსგავს პროექტებს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას და არა თბილისის მერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული პროექტი ატარებს თუ არა პოლიტიკურ მოტივს, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი უწყებები სამშენებლო ნებართვებს გასცემენ ურბანული და არქიტექტურული შესაბამისობის მიხედვით.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული, სწორი განვითარება და არქიტექტურა იყოს შესაბამისობაში. როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს? შეიძლება ასე იყო წლების წინ, 2012 წლამდე.
არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია. არ იფიქროთ, ვინმეს რამეში ვადანაშაულებდე. გარწმუნებთ, რომ ამჟამად, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ჩვენი სამსახურების მიერ. ყურადღება ექცევა იმას, ურბანულად რამდენად სწორია და არქიტექტურისთვის შესაბამისი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პროექტის შესახებ საჯარო ინფორმაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერმა, იურისტმა, ანანო ცინცაბაძემ გამოითხოვა. ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახალ პროექტში 65 სართულიანის ნაცვლად 52-სართულიანია.
საპროექტო წინადადების ახალ ვერსიაშიც დამკვეთად მითითებულია კომპანია შპს „კოსტავა 69“. კომპანიის დირექტორია კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“
2023 წლის თებერვალში, თბილისის მერიამ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფონდი „ქართუს“ პროექტი დაახარვეზა.
უახლესი
14 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი