დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,კაი" დაბრუნდა - პირველი ქართული ბოტანიკური გამაგრილებელი სასმელი სუპერმარკეტების ქსელებში ხელმისაწვდომია

,,კაი" დაბრუნდა - პირველი ქართული ბოტანიკური გამაგრილებელი სასმელი სუპერმარკეტების ქსელებში ხელმისაწვდომია

18-11-2023 11:39:33

,,ბოტანიკური სასმელი” ახალი სიტყვაა ქართული გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი მცენარეული გაზირებული სასმელია - უვნებელი და  ჯანსაღი.

„კაის" წარმოება მიზნად ისახავს, რომ მისი მეშვეობით მომხმარებლებმა ქიმია ჩაანაცვლონ ბოტანიკით და ნატურალური ქართული  სასმელი მიირთვან.

„კაის" წარმოება დაიწყო პანდემიურ პერიოდში, რაც გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. მცირე პაუზის შემდეგ წარმოება ქართულ ბაზარზე დაბრუნდა და უკვე სუპერმარკეტების ქსელებში ხელმისაწვდომია.

იყიდება საქართველოს თითქმის ყველა ძირითად, წამყვან სუპერმარკეტში, კონკრეტული სამიზნე აუდიტორია (მომხმარებელზე) არ ვაკეთებთ აქცენტს, ყველა ასაკობრივ სეგმენტს თამამად ვურჩევთ მირთმევას", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან.

რაც შეეხება ექსპორტს, მისივე ინფორმაციით,  წარმოება ორიენტირებულია ევროპულ ქვეყნებზე, სადაც უკვე დიდია მოთხოვნა მსგავს, ჯანსაღ პროდუქტებზე. საცდელი პარტია გაიგზავნა ინგლისსა და პოლონეთში, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნგრეთთან. 

სამწუხაროდ, უკრაინასთან თითქმის დასრულებული ხელშეკრულება ომის გამო დროებით შეჩერდა.
რაც შეეხება სიახლეებს, იგეგმება ,,კაის" დიაბეტური ხაზის გამოშვება.

ამ ეტაპზე კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები