დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქადაგიძის საუბარი სებ-ის დამოუკიდებლობაზე არის ცინიზმი და შეურაცხყოფა - ირაკლი ღარიბაშვილი

ქადაგიძის საუბარი სებ-ის დამოუკიდებლობაზე არის ცინიზმი და შეურაცხყოფა - ირაკლი ღარიბაშვილი

28-09-2023 21:45:51

ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ძარცვავდა და ატეროტებდა ქართულ ბანკებს, დღეს გამოდის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს. არ არის ეს ცინიზმი და შეურაცხყოფა?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი. პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ, როგორ ბედავთ საერთოდ ამაზე ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, ქართულ ბანკებს ატერორებდა. მე მახსოვს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმე. ჩართული იყო პირადად ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს. ეს არ არის ცინიზმი და შეურაცხყოფა?! ამ ადამიანებისგან ჩვენ არანაირ კრიტიკას არ მივიღებთ. რომ ამბობენ რატომ ლაპარაკობთ და იხსენებთო. იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ამ ადამიანებს ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ მიუღებელია მათი ეს განცხადებები, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები