დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჟოლოს პლანტაციების განადგურების გამო „როიალბერი“ წარმოების გაჩერებას განიხილავს

ჟოლოს პლანტაციების განადგურების გამო „როიალბერი“ წარმოების გაჩერებას განიხილავს

10-11-2023 18:00:35

გორში მდებარე „როიალბერის“ ჟოლოს პლანტაცია თითქმის მთლიანად განადგურდა. ამის მიზეზი უამინდობაა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ციცქიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, წარმოება იმდენად ზარალიანია, რომ არ არის გამორიცხული ჟოლო გაჩეხონ და სხვა სფეროში მოსინჯონ ძალები.

გარდა იმისა, რომ წლევანდელი მოსავალი დაზიანდა, ,,როიალბერის“ გარკვეული პრობლემა რეალიზაციის კლების გამოც შეექმნა.

„ჩვენი მიმართულებაა გაყინული კენკრის წარმოება-რეალიზაცია. პროდუქტი -20 გრადუსზე იყინება, სამაცივრე მეურნეობაში მაქსიმალური ტემპერატურა -40 გრადუსია. ძირითადად ჟოლო მოგვყავს, რომლის მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე საკონდიტროები არიან.

წინა წლის რეალიზაცია ძალიან გაჭირდა და წელს ახალი მოსავლის გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. ისედაც მწირი რაოდენობაა, მოსავლის 85% განადგურდა. გამოუვალი მდგომარეობაა, ასე თუ გაგრძელდება, იძულებული გავხდებით ჟოლო გავჩეხოთ და სხვა საქმე წამოვიწყოთ, დიდი ზარალი განვიცადეთ“, - აცხადებს გიორგი ციცქიშვილი.

ცნობისთვის, ,,როიალბერი“ ბაზარზე 2017 წლიდანაა. კომპანია ჟოლოს ბაღი 10 ჰექტარზე აქვს გაშენებული. სამაცივრე მეურნეობის ტევადობა 200 ტონაა. საწარმოში მუდმივად 6 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი ,,როიალბერი“ 25 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები