„სასტუმრო „მარკო პოლო გუდაური“ ზამთრის სეზონისთვის 100%-ით დატვირთვას გეგმავს. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, სასტუმრომ მაქსიმალური დატვირთვით იმუშავა ზაფხულშიც და ახლაც ახალი სეზონისთვის მზადაა.
„ყველა სეზონის წინ კარგად ვართ მომზადებული და ტრადიციას არც წელს ვღალატობთ. ზამთარში 100%-ით დატვირთვას ველოდებით. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომზადებული დავხვდეთ და მზად ვიყოთ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნის საპასუხოდ, რაც კონკრეტულ სეზონზე შეიძლება წარმოიშვას.
ჩვენი სასტუმრო ოთხივე სეზონზე აქტიურად არის დატვირთული, ახლაც ასე. რაც შეეხება სიახლეს, ძალიან მალე გუდაურში პირველი პადელის კორტი გაიხსნება. ეს იქნება პირველი კორტი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წელიწადის ნებისმიერ დროს, მთის მოყვარულებს ოთხივე სეზონის შესაბამის აქტივობებს სთავაზობს. სრიალი, ჰელი-სკი, ლაშქრობა, კვადრო ტურები, ჯომარდობა, იოგა ან უბრალოდ სასტუმროს სპა ცენტრსა და აუზზე განტვირთვა, რომლის დაორგანიზებაშიც ნებისმიერ მსურველს ვუწევთ დახმარებას“, - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,მარკო პოლო“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარეობს. სასტუმრო, მაღალი ხარისხის და მრავალფეროვან სერვისებთან ერთად, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, რადგან იგი გარშემორტყმულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთებითა და თოვლით დაფარული მაღალი მწვერვალებით.
„მარკო პოლო გუდაური“ ოთხივე სეზონზე მაღალი დატვირთვით მუშაობს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი