დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს აჩერებს

Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს აჩერებს

09-10-2023 18:39:24

ისრაელში არსებული ვითარების გამო, უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია, Wizz Air-მა განაცხადა, რომ  თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. 

„ჩვენ განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს და კონტაქტზე ვართ შესაბამის ორგანოებთან“,- თქვა ავიაკომპანიის სპიკერმა.

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.  სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ  "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".

იგივე თემაზე: 

„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ისრაელსა და საქართველოს შორის ფრენები განრიგის მიხედვით სრულდება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები