დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობთ, რომ ბაკურიანი მხოლოდ თხილამურებთან არ ასოცირდებოდეს - ,,ვილა პალასი“

ვცდილობთ, რომ ბაკურიანი მხოლოდ თხილამურებთან არ ასოცირდებოდეს - ,,ვილა პალასი“

21-10-2023 10:41:00

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Villa Palace / ვილა პალასი მომხმარებლებს შემოდგომის ფერად დღეებს და სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება.  როგორც სასტუმროს მენეჯერი მაია მარუაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შემოდგომის სეზონი სტუმრებისთვის  სასიამოვნო გახადონ და რათა  კურორტი მხოლოდ თხილამურებთან არ ასოცირდებოდეს.

 ,,ვმუშაობთ და ვამზადებთ ძალიან კარგ ტურებს, რომელიც სხვადასხვა სეზონზე იმუშავებს და საინტერესო იქნება.  აქცენტი გავაკეთეთ გართობა-დასვენების მიმართულებაზე. შემოდგომის ფერადი დღეები მაქსიმალურად გვინდა გამოვიყენოთ და კომფორტული დასვენება შევთავაზოთ როგორც ინდივიდუალურ შემკვეთებს ასევე კორპორატიულ მომხმარებლებსაც.  ბაკურიანი მხოლოდ თხილამურებზე სრიალთან არ უნდა ასოცირდებოდეს, მართალია, სათხილამურო კურორტია, მაგრამ აქვს სხვა შესაძლებლობები, რომლის წარმოჩენასაც  შევუწყობთ ხელს. გასართობი და შემეცნებითი  აქტივობები გვექნება.  ამ მხრივ ზაფხული განსაკუთრებით გვინდა დავტვირთოთ, მანამდე შემოდგომა გრძელდება და წინ კიდევ ზამთარია,სტუმრებს  ყველა სეზონზე საინტერესო სერვისებს შევთავაზებთ. სამომავლოდ გვექნება სპეციალური  შეთავაზებები კონკრეტულ ,,ვიქენდებსა“ და სხვადასხვა დღესასწაულებზე. გაწერილი იქნება სხვადასხვა სახის აქტივობა, გასართობი ღონისძიებები  და სხვა“, - ამბობს მაია მარუაშვილი.

მისი თქმით, სასტუმროს სერვისებზე აქტიურად მუშაობს ,,ვილა პალასის“ გუნდი, რომელიც არის ძალიან მეგობრული,  ნიჭიერი და სტუმართმოყვარე.

,,ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, რაც გუნდის დამსახურებაა. ძალიან მოკლე დროში მიგვიღო და შეგვიყვარა მომხმარებელმა, ვინც ერთხელ გვეწვია, ყველა გეგმავს დაბრუნებას, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

ცნობისთვის, სასტუმრო ვილა პალასი (Hotel Villa Palace) მდებარეობს ბაკურიანში, ქალაქის ულამაზეს ადგილას. ნომრების გადასახედიდან მოჩანს ბუნების ულამაზესი პეიზაჟი. სასტუმროს ერთი მხრიდან იხსნება კოხტას მთის ხედი, ხოლო მეორედანბაკურიანის მთავარი პარკი.

ამ ეტაპზე ,,ვილა პალასში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სეზონზე მათი რაოდენობა 50 -ს აღწევს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები