მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესი და საგანმანათლებლო სექტორს ასეთი სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ცოტა უჭირს - ბაია კვიციანი კადრების დეფიციტზე

news image

დღეს ბიზნესი პროფესიული კადრების დეფიციტს განიცდის და დანაკლისის შევსებას საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი კადრებით ცდილობს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მაია კვიციანმა განაცხადა, ქვეყანაში ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება და საგანმანათლებლო სექტორს ასეთი სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ცოტა უჭირს.

„კი ნამდვილად დეფიციტი შეიმჩნევა. მოგეხსენებათ აქ უსამართლო კონკურენციაა, იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესი და ცოტა უჭირს საგანმანათლებლო სექტორს ასეთი სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ეს განათლებაში რეფორმებიც თუნდაც და გადადგმული ნაბიჯები გრძელ ვადაში იზომება, თუმცა სასიხარულოა ის, რომ არ შეიძლება შევადაროთ წინა წლებს დღევანდელი მდგომარეობა.

გაცილებით გაზრდილია, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების პოპულარიზაცია, თვითონ პროფესიული განათლების მიმართულებით სტიგმაც შედარებით დაძლეულია, ვიდრე აქამდე იყო.  მოგეხსენებათ სამინისტროს უნარების სააგენტო ამ მიზნით შეიქმნა მაქსიმალურად დაეახლოებინა ბიზნესი და საგანმანათლებლო სექტორი და აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით ბევრ სასარგებლო ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს მაქსიმალურად დიდ კონცენტრაციას ვახდენთ კერძო საჯარო პარტნიორობის მოდელთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ რამდენიმე წარმატებული მაგალითები უკვე გვაქვს. მოგეხსენებათ, არის ასეთი კონსტრუქტორი ასეთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც საკმაოდ  წარმატებით გაართვა ამას თავი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ძალიან წარმატებულად დაცდილი მოდელი გახლავთ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოქნილი  შეთავაზებები გავუკეთოთ კერძო სექტორს რომ დავაპარტნიოროთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ვინაიდან, მათი შემოსვლა როგორც მენეჯმენტში და პასუხისმგებლობის გაზიარება დადებითად აღიქმება  შემდგომ შედეგებზე“, - განაცხადა ბაია კვიციანმა. 

მისივე თქმით, სამინისტრომ 20 სკოლაში ინტეგრირებული პროგრამები შეიტანა და ახლა გეგმავს, რომ ასეთი სკოლების რაოდენობა 70-მდე გაზარდოს.

„ამან კიდევ უფრო დააახლოვა, ახალგაზრდებში ხელმისაწვდომობა უფრო გაზარდა იმიტომ, რომ სკოლის ბაზაზე ხდება უკვე ამ პროფესიული ინტეგრირებული პროგრამების გაკეთება და ამან კიდევ უფრო მეტად გაზარდა,  დაძლია ეს სტიგმა და მათთვის რეალურად ხელშესახები გახადა პროფესიული განათლება“, - აღნიშნა ბაია კვიციანმა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა