31 აგვისტოს მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 560,790 ერთეული შეადგინა.
აღნიშნული ბარათების 25%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 14%-ი Mastercard-ზე.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 31 აგვისტოს მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 142,056 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 79,550 ერთეულს.
ხოლო ერთ 339,184 ეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წლის აგვისტოში 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 7%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 22%-ით.
აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში ივლისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 0.6%-ითაა შემცირებული, ხოლო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 1.6%-ით.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება