დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ ტურისტულ კომპანიებს

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ ტურისტულ კომპანიებს

19-09-2023 17:00:31

რომელია წლიური ბრუნვის მიხედვით ქვეყნის ყველაზე მსხვილი ტურისტული კომპანია?

როგორც საქსტატიდან Business Insider Georgia-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის (წინასწარი) წლიური ბრუნვის მიხედვით TOP-5 კომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

• სს სითი თრაველ ბათუმი

• შპს დისქავერი

• შპს ნოვატური

• შპს ავიაქსელი

• შპს ვია თრეველი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია „სითი თრაველ ბათუმი“ დაფუძნებულია 2019 წლის 20 მაისს და მისი მმართველობის ორგანოა აქციონერთა კრება. ხოლო კომპანიის დირექტორები თურქეთის მოქალაქეები მუჰამმედ ემინ ქუჩუქქაია და ქუმსალ სარი არიან.

რაც შეეხება შპს „დისქავერს“, კომპანია რეგისტრირებულია 2001 წლის 27 ნოემბერს. კომპანიის 50%-ის მფლობელია ეკატერინე ჯამბაზიშვილი, ხოლო 50%-ს თეიმურაზ ბუზალაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი კი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ირინა სერგეევაა.

კომპანია „ნოვატური“ 2016 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა.მისი 50%-ის მფლობელი ნინო ავალიშვილია, ხოლო 50%-საც ჯემალ ხურციძე ფლობს.

შპს „ავიაქსელი“ 2023 წლის 28 ოქტომბერს დაფუძნდა და კომპანიის 50%-ის მფლობელი კახაბერ ჭუმბურიძეა, ხოლო 50%-საც ამირან აბესაძე ფლობს. ამირან აბესაძე იკავებს ასევე კომპანიის დირექტორის პოსტსაც.

რაც შეეხება „ვია თრეველს“ ის 2006 წლის 11 აგვისტოსაა დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელია არჩილ გეგენავა, ხოლო კომპანიის დირექტორი ნინო ნამგალაძეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები