2024 წელს 2023 წელთან შედარებით საქართველოში პურის მოხმარება დაახლოებით 5%-ით შემცირდა. როგორც Business Insider Georgia-სთან პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რაც უფრო იზრდება ეკონომიკა მით უფრო მცირდება პურის მოხმარება.
„ბოლო წლებში ქვეყანაში პურის მოხმარება მცირდება. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით პურის მოხმარება 3-5%-ით შემცირდა.
ზოგადად პური არის სოციალური ბარომეტრი. ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის მაკარონი, ფქვილოვანი პროდუქტები, ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის შეფუთული სხვადასხვა სახის უგლუტენო პური და ასე შემდეგ. ბაზარზე გაჩნდა დიდი ასორტიმენტი და შემცირდა პურის მოხმარებაც. გეტყვით, რომ პურის მოხმარების შემცირება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან. პურის რეალიზაცია მცირდება მაშინ, როდესაც იზრდება ეკონომიკა. დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში პურის მოხმარება უფრო მაღალია“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ერთ ადამიანზე საშუალო მოხმარება, ფიზიოლოგიური ნორმა 300 გრამია, შუა აზიაში - 400 გრამი, ხოლო გერმანიაში - 200 გრამი.
„წლის გარკვეულ პერიოდში ქვეყანაში პურის მოხმარების ზრდა უკავშირდება მარხვის პერიოდს. მარხვის დროს პურ-პროდუქტები მოხმარება იზრდება. ასევე, გაზაფხულზე, როდესაც შემოდის ბაღჩეული, ბადრიჯანი პურის მოხმარება იკლებს, მაგრამ ზამთრის თვეებში შედარებით იმატებს. პური ძირითადად ნახშირწყლებია და ასეთ დრო უფრო მეტს ხმარობს ადამიანი“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.
მისივე ინფორმაციით, თბილისი დღე-ღამეში 400 ტონამდე პურს იყენებს.
„აქედან საქარხნო, ანუ ქარხნებში გამომცხვარი პური არის 300 ტონამდე, ხოლო დანარჩენი წვრილ-წვრილი თონეების მიერ წარმოებული პურია. თუმცა საახალწლო დღეებში თონეები უფრო მეტ პურს აცხობენ“, - ამბობს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე.
უახლესი
1 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა6 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება