დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სსფ-ს პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება -  გიორგი კაკაურიძე

ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სსფ-ს პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება - გიორგი კაკაურიძე

27-09-2023 17:42:00

ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სსფ-ს პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა 2015 წელსაც იყო შეჩერებული და მალევე აღდგა.

„სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება. პროგრამის განახლებისთვის ჩვენ ალბათ უნდა დაველოდოთ ტექნიკურ მისიას, რომელიც ჩამოსულია ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს საკითხებზე, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეროვნული ბანკის საბჭო. მათი რეკომენდაციები იქნება განსახილველი და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პროგრამის განახლებაზე“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები