დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა საქართველოში განათლების მისაღებად - კახა შენგელია 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების ეფექტზე

უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა საქართველოში განათლების მისაღებად - კახა შენგელია 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების ეფექტზე

06-02-2024 11:00:00

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საბაკალავრო სასწავლო კურსის 4-დან 3-წლამდე შემცირება საქართველოს განათლების სისტემისთვის ეფექტური იქნება, რაც კიდევ ურო დაგვაახლოებს ევროპულ უნივერსიტეტებთან.

„მესამე წელია ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამწლიან პროგრამას ვახორციელებთ უცხოელებთან ერთად. ძალიან წარმატებულია ოთხივე პროგრამა, რომელიც ახლა გვაქვს. აქედან სამი ამერიკელებთან ერთად ხორციელდება. პირველები ვიყავით ბაზარზე, ვინც ეს პროექტი საქართველოში დაიწყო. ახლა უკვე გადაწყვეტილია და ჩვენს უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებაც გახდება სამწლიანი“, - ამბობს კახა შენგელია.

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი ამ გადაწყვეტილების შედეგად რამდენიმე ეფექტს ელოდება:

„ბაკალავრის სამწლიან პროგრამაზე გადასვლა გაზრდის საქართველოს განათლების სისტემის კონკურენტუნარიანობას. მთავარი ეფექტი ის იქნება, რომ ჩვენი განათლების სისტემა უფრო დაუახლოვდება ევროპულს, ბოლონიის პროცესს და უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა საქართველოში განათლების მისაღებად“.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრო ბაკალავრის პროგრამაზე სწავლების ვადის 3 წლამდე შემცირებას განიხილავს. შესაძლოა, გადაიხედოს მაგისტრატურის კურსიც და აქაც სწავლების ვადა 2-დან 1,5 წლამდე შემცირდეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები