თურქული წარმოების ელექტრომობილი Togg ევროპის ბაზარზე შედის. Togg-ი გასაყიდად პირველად გერმანიის ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფატიჰ ქაჯირმა გააკეთა.
„ახლა ჩვენ ვართ ახალი ბრენდის დაბადების მოწმენი, რომელიც მთელი ინდუსტრიის ტრანსფორმაციის ძრავაა. Togg-ი გერმანიაში გაყიდვაში 2025 წლის დასაწყისიდან ჩაეშვება და ამით შევა ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ამჟამად თურქეთის გზებზე 30 000-მდე Togg-ის ელექტრომობილი მოძრაობს.
ქაჯირმა აღნიშნა, რომ ინჟინრები ელექტრომობილისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე მუშაობას აგრძელებენ. მინისტრის თქმით, „ავტონომიური მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში Togg-ის შესაძლებლობების გაუმჯობესება“ იგეგმება.
ამჟამად თურქეთში გაყიდვაში ხელმისაწვდომია ელექტროკროსოვერი Togg T10X. იანვარში თურქეთმა ლას-ვეგასში Togg-ის ახალი მოდელი T10F წარადგინა, რომელიც თურქეთში გაყიდვაში 2025 წელს ჩაეშვება.
ელექტრომობილი Togg T10X-ის პრეზენტაცია მწარმოებელ ქვეყანაში 2019 წელს შედგა, ხოლო მისი აწყობა ბურსას პროვინციაში ხდება. Togg გაყიდვაში თურქეთში 2023 წლის მარტში გამოვიდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ადრე გამოაცხადა, რომ გეგმავს ამ ვერსიის დაახლოებით მილიონი ელექტრომობილის წარმოებას შვიდი წლის განმავლობაში. თურქეთმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში აპირებს Togg გლობალურ ბრენდად აქციოს.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს3 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის