დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო  ლაფუენტეა

წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტეა

06-03-2024 16:03:00

Aqualia-ს დირექტორთა საბჭომკომპანიის აღმასრულებელდირექტორად სანტიაგოლაფუენტე პერეს-ლუკასიდანიშნა, რომელიც Aqualia-შიდღემდე ესპანეთისრეგიონალური დირექტორისთანამდებობას იკავებდა.ლაფუენტე არის წყლის მართვის სექტორის ექსპერტი, რომელიც  Aqualia-ში 30 წელზე მეტიხნის განმავლობაში  სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მოღვაწეობდა. სანტიაგოლაფუენტე ოფიციალურად Aqualia-ს დირექტორი 2024 წლის 9 აპრილიდან გახდება. 

 

სანტიაგო ლაფუენტეს აქვს მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქოინჟინერიის ხარისხი და CEDEX-ის მაგისტრის ხარისხი წყლის სრული ციკლისმენეჯმენტში. მან ასევე შეისწავლა პროექტის ფინანსური მოდელის ანალიზი IESE-სა დაEOI-ში.

 

სანტიაგო ლაფუენტეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წყლის მართვის სექტორში. Aqualia-ში მას ეკავა რეგიონალური დირექტორის და ცენტრალური ჩრდილოეთისწარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობები, ასევე, პასუხისმგებელი იყოჩამდინარე წყლების დამუშავებაზე ესპანეთში.

 

ლაფუენტე რეგულარული მომხსენებელია კონფერენციებსა და სექტორულ ღონისძიებებზე.ის ასევე ესპანეთის წყალმომარაგების კომპანიების ასოციაციის (AGA) ვიცე-პრეზიდენტია.

 

სანტიაგო ლაფუენტემ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ფელიქს პარაშეცვალა, რომელსაც  აღნიშნულ თანამდებობა 2013 წლიდან დღემდე ეკავა. 2024 წლის 9აპრილიდან ფელიქს პარა პენსიაზე გადის. 

 

Aqualia-ს დირექტორთა საბჭო მადლობას უხდის ფელიქს პარას მის მიერ შესრულებულისამუშაოსთვის. თავისი შრომითა და ერთგულებით მან უდიდესი წვლილი შეიტანაკომპანიის ზრდასა და განვითარებაში და შედეგად Aqualia წყლის სექტორში მსოფლიოსწამყვან კომპანიად აქცია. 

 

ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორიასაქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების 80%-იანიწილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%)ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობით მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტისკომპანიაა ევროპაში და მეცხრე მსოფლიოში. Global Water Intelligence-ის რეიტინგისმიხედვით მოპოვებული აქვს "2023 წლის საუკეთესო წყლის კომპანიის" ჯილდო. ამჟამადის ემსახურება 45.2 მილიონ მომხმარებელს 18 ქვეყანაში, კერძოდ: საქართველოში,ესპანეთში, შეერთებული შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პერუში,პორტუგალიაში, კატარში, ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში,არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩეხეთსა და რუმინეთში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები