2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 25 069 სტუდენტი ირიცხებოდა, რაც 2021-2022 სასწავლო წლის მაჩვენებლებზე 43%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, უცხოელი სტუდენტების 86%-ი მაგისტრატურაში, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამაზე ან რეზიდენტურაში სწავლობს, ხოლო დანარჩენი ბაკალავრიატში ან პროფესიულ პროგრამაზე.
უფრო კონკრეტულად, 2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით - ბაკალავრიატზე 3 498 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მაგისტრატურაზე დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამაზე ან რეზიდენტურაში - 21 570 უცხოელი სტუდენტი, ხოლო 1 უცხოელი სტუდენტი კი პროფესიულ პროგრამას ეუფლება.
ირკვევა, რომ უცხოელი სტუდენტების 88%-ი ანუ 22 091 სტუდენტი საქართველოში ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით იღებს უმაღლეს განათლებას.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ვებგვერდზე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა სტატისტიკა 2015-2016 სასწავლო წელიდან იძებნება.
თუ არსებულ მაჩვენებლებს 2022-2023 სასწავლო წელს შევადარებთ, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში განათლების მიღების მსურველი უცხოელების რაოდენობა 277%-ით გაიზარდა.
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა