დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცხელი შოკოლადის სეზონს ვიწყებთ, რაც შემოდგომის არომატს განსაკუთრებით უხდება - ,,ლუკა პოლარე“

ცხელი შოკოლადის სეზონს ვიწყებთ, რაც შემოდგომის არომატს განსაკუთრებით უხდება - ,,ლუკა პოლარე“

07-10-2023 16:45:21

მომხმარებლების ფავორიტი კერძებიდან, რაც ,,ლუკა პოლარეს“ ასორტიმენტშია, ერთ-ერთ პირველ ადგილს ცხელი შოკოლადი იკავებს. ამასთან ძალიან მოთხოვნადია ყავა ,,კაპუჩინო“ და ნაყინის კატეგორიაში კარამელი ნუშით, რომელიც წლის ყველა პერიოდში მოთხოვნადია.

ხარისხიან პროდუქტებთან ერთად მომსახურების მაღალი სერვისი კიდევ ერთი მიზეზია, რაც მომხმარებლებს ,,ლუკა პოლარეში“ იზიდავთ.

როგორც ,,ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი  Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ პროდუქტების უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ნატურალური და ჯანსაღია, ხოლო ,,ლუკა პოლარე“ არის ადგილი, სადაც სტუმრებს პატარ-პატარა ბედნიერებისგან დიდი ბედნიერების მიღება შეუძლიათ.

,,ყავის ასორტიმენტიდან სტუმრის ფავორიტი არის ,,კაპუჩინო“.  ნაყინის კატეგორიაში კარამელი ნუშით,  რაც ასევე მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა ვიწყებთ ცხელი შოკოლადის სეზონს, რომელიც შემოდგომის პერიოდში ძალიან პოპულარული და ვიზიტორებისთვის საყვარელი სასმელია. ნაყინს სეზონი არ აქვს, წლის ნებისმიერ დროში აქტიურია. ჩვენი ნაყინი მზადდება ცოცხალი ხილის და რძის ნაღებით, არ შეიცავს  არანაირი გმო-ს, გამაძლიერებელ და ასევე ვადის გამახანგრძლივებელ დანამატებს. ასორტიმენტშია როგორც ვეგანური, ასევე  რძისგან დამზადებული, ასევე უშაქრო ნაყინი, ბიონაყინი, რაც კავკასიაში პირველი პრეცედენტია ანუ ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ,,ლუკა პოლარე“ არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ხარისხიანი ნაყინის დაგემოვნება შეიძლება. პირველ რიგში, ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანები მობრძანდნენ და პატარ-პატარა ბედნიერებით დიდი ბედნიერება შეიგრძნონ, რასაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. ვფიქრობ, სტუმრებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარემო და სიტუაცია უყვართ, კომფორტია, ამიტომ არის, რომ ჩვენს სივრცეში ნახავთ ძალიან ბევრ ადამიანს - დაწყებული სკოლის მოსწავლეებით და სტუდენტებით, ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ვისთვისაც სასიამოვნო და ჯანსაღი გარემო იქმნება“, - ამბობს ანი ციცქიშვილი.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარეკაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 5 , ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში 1 ფილიალით.

ცნობილია, რომ ბრენდი ექსპორტზეც გადის. ,,ლუკა პოლარეს ფილიალი ბაქოში გაიხსნა.


Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები