დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

01-07-2024 18:38:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისოსაკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO- სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპსმენეჯმენტის სისტემებისაუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისოაუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტიწარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისოსერტიფიკატი.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველასტანდარტს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი - „საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები დადაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული, გამჭვირვალობისადმი მიმართული მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მუდმივადზრუნავს გაუმჯობესებაზე და ახორციელებს მთელ რიგ ინოვაციურ პროექტებს“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები