თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა.
მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.
“საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.
დასრულების ეტაპზეა, უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები დასრულდება.
ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება”, - განაცხადა თბილისის მერმა.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი