დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრანსკასპიურ საერთაშორისო დერეფანში, რომლის ნაწილია საქართველო, ტვირთბრუნვა 77,2%-ით გაიზარდა

ტრანსკასპიურ საერთაშორისო დერეფანში, რომლის ნაწილია საქართველო, ტვირთბრუნვა 77,2%-ით გაიზარდა

14-07-2023 08:50:58

2023 წლის იანვარ-ივნისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 1,3 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც  გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77,2%-ით ზრდას აჩვენებს. 

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ყაზახ გადამზიდავებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, ხელსაყრელი პირობების შექმნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში.

მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად გადაწყვიტონ TITR-ის შემდგომი განვითარების საკითხები. 

მათ შორის საქონლის მიწოდების დროის შემცირება, მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმირების პროცესის გაუმჯობესება, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა, პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ა.შ.

„შეხვედრის შედეგად აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთგამგზავნისა და რკინიგზის მუშაკებს შორის დამყარებული პირდაპირი კონტაქტები შესაძლებელს გახდის ტრანსპორტირების პროცესში წარმოშობილი საკითხების უფრო ეფექტურად გადაჭრას“,- წერს აზერბაიჯანული მედია. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები