ტყუილია ინფორმაცია, რომ თითქოს საშობაო სოფელში მონაწილეობაზე 200-მა კომპანიამ თქვა უარი,- ამის შესახებ დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„გასულ კვირას სხვადასხვა ვებგვერდზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ორასამდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო, რომ მიეღო მონაწილეობა საახალწლო სოფელში, თითქოს უარი თქვა. ინფორმაციას ავრცელებდნენ სხვადასხვა ადამიანები, რაც არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს.
მინდა სწორი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მოთხოვნა რვაასზე მეტ კომპანიას ჰქონდა გაკეთებული, ვისაც სურვილი ჰქონდა საშობაო სოფელში მიეღო მონაწილეობა. თუმცა ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა მოვუხადოთ იმ კომპანიებს ვინც ვერ მოხვდა საშობაო სოფელში.
როდესაც ინფორმაცია გადავამოწმეთ, მხოლოდ ცხრა კომპანიას ჰქონდა გაკეთებული განაცხადი, რომ არ გეგმავდა საშობაო სოფელში მონაწილეობის მიღებას“,- განაცხადა კახაკალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, საშობაო სოფელი 21 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, დედა ენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.
უახლესი
5 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა