დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პერუში ყიდის და ყიდულობს

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პერუში ყიდის და ყიდულობს

04-10-2024 17:00:00

წელს საქართველოსა და პერუს სავაჭრო ურთიერთობები შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით კლებაა როგორც პერუდან იმპორტში ასევე ექსპორტში.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იმპორტის კუთხით 29%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ პერუდან 272.47 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 383.77 ათასი დოლარის.

მიმდინარე მაჩვენებლებით, პერუდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პერუდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 97.32 ათასი დოლარი,
  • წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული - 46.42 ათასი დოლარი,
  • ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 45.54 ათასი დოლარი,
  • საღებარი ნივთიერებები სინთეზური - 32.60 ათასი დოლარი,
  • ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი - 26.43 ათასი დოლარი,

რაც შეეხება პერუში ექსპორტს, მიმდინარე მაჩვენებლებით 38%-იანი შემცირებაა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 31,041.82 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 49,847.14 ათასი დოლარის. პერუში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მიმდინარე მაჩვენებლებით მინერალური სასუქებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პერუში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 17,423.25 ათასი დოლარი,
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 12,896.21 ათასი დოლარი,
  • ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 423.36 ათასი დოლარი,
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 179.00 ათასი დოლარი,
  • ლილვები ტრანსმისიური და მრუდმხარები - 115.40 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები