დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში აპრილში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში აპრილში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

16-05-2023 03:04:44

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

 

  • რუსეთის ფედერაცია $159.57 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 43,16, წლიური ზრდა 19,99%;
  • იტალია - 40.86 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში - 11,05%, წლიური ზრდა - 22,35;
  • აშშ - $34.20 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 9,25%, წლიური ზრდა - 36,71%;
  • საბერძნეთი - $20.40 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 5,52%, წლიური ზრდა - 9,41%;
  • ყაზახეთი -  $19,73 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 5,34%, წლიური ზრდა - კლება 1,51 %;
  • გერმანია - $18.01 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 4,87%, წლიური ზრდა - 50,44 %;
  • ისრაელი - $16,96 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 4,59%, წლიური ზრდა - 4,66 %;
  • თურქეთი - $9,22 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 2,49%, წლიური ზრდა - 13,73 %;
  • ესპანეთი - $5,15 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 1,39%, წლიური ზრდა - 9,30 %;
  • აზერბაიჯანი - $4,80 მლნ, წილი მთლიან გზავნილებში 1,30%, წლიური კლება  -3,44 %;

 

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში აპრილში 159.57 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 43,16%-ია, წლიურმა ზრდამ კი 19% შეადგინა. 

2023 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აპრილის (25.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.0%-ით მეტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები