სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო.
თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა იყო საჭირო, ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ.
რაც ყველაზე მთავარია, დღეიდან მობაილბანკი შემახსენებელ ფუშ შეტყობინებებსაც გამოგიგზავნის, როცა:
ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მობილურის პარამეტრებიდან გააქტიურებული გქონდეს ფუშ შეტყობინებები თიბისის აპლიკაციაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ შეხსენებებს და საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება.
ავტო კომფორტი თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ:
როგორ გავიაქტიურო ავტო კომფორტი?
ავტო კომფორტის გააქტიურებისთვის თიბისის მობაილბანკში მოძებნე „პარკირება და ჯარიმების“ ან „პროდუქტების აქტივაციის“ განყოფილება და დაამატე შენი ავტომობილი. სერვისის გააქტიურება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენი ავტომობილის დამატებაც გსურს.
მომსახურების გააქტიურება 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლია, ხოლო შემდეგ თითოეულ დამატებულ ავტომობილზე თვეში მხოლოდ 0.9₾.
უახლესი