2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9 638 პირი, მათ შორის 9 305 კაცი და 333 ქალი.მათ შორის ბრალდებული - 1 928; მსჯავრდებული - 7 710
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სტატისტიკის სამმართველოში ყოველთვიურად ხდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რაოდენობის პროცენტული შედარება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2022 წლის პირველი იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან. ქვეყნის მოსახლეობის აღნიშნულ რაოდენობასთან.
მ/წლის 28 თებერვლის პენიტენციური დეპარტამენტის მონაცემების შედარების შედეგად, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რიცხვმა (9 638) ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის (3 688 647) 0.26% შეადგინა.
მამრობითი სქესის ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რაოდენობა (9 305) ქვეყნის მამრობითი სქესის მოსახლეობის (1 769 995) 0.53%-ს, ხოლო მდედრობითი სქესის ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რაოდენობა (333) ქვეყნის მდედრობითი სქესის მოსახლეობის (1 918 652) 0.02%-ს შეადგენს.
2023 წლის თებერვლის თვეში, სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ყველაზე მეტი ხვედრითი წილი სრულწლოვან კაცებზე მოდიოდა (9 261).
2023 წლის თებერვლის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რიცხვი (45) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 0.5%-ს შეადგენდა. არასრულწლოვანთა შორის 11 ბრალდებულია, ყველა მამრობითი სქესის. მათი რიცხვი ბრალდებულთა საერთო რაოდენობის 0.6%-ს, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რაოდენობის 24.4%-ს შეადგენს.
არასრულწლოვანთა შორის 34 მსჯავრდებულია, მათგან 1 მდედრობითი სქესის. მათი რიცხვი, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 0.4%-ს, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რაოდენობის 75.6%-ს შეადგენს.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი