შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ავჭალაში, ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დაასუფთავეს.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი გიორგი მარუქაშვილი გაეცნენ.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს რკინიგზასთან“ და ხშირად ერთობლივად ვგეგმავთ დასუფთავების ღონისძიებებს. ამ ადგილის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია არ არის ჩვენი კომპანიის მოვლა-პატრონობაში, გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და სრულად გავწმინდეთ ლიანდაგების მიმდებარედ არსებული მონაკვეთი“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავსი ღონისძიებების სახით მომავალშიც გააგრძელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზე არსებული ტერიტორიების დასუფთავებას.
უახლესი
4 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი