დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების სოლიდარობის აქცია გაიმართება

თბილისში, გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების სოლიდარობის აქცია გაიმართება

12-04-2023 11:49:53

გერმანიაში, ტრაილერების გაფიცულ ქართველ მძღოლებთან შესახვედრად, სოლიდარობის გამოსახატად და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ირაკლი პეტრიაშვილი და რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაემგზავრნენ.

დღეს ზუსტად იმ დროს, როცა მათი შეხვედრა შედგება,  გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები პოლონეთის საელჩოსთან 13:00 იკრიბებიან. 

„ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს, რომ სიმართლე დასაქმებულების მხარეს არის და ამ ბრძოლას მძღოლები პროფკავშირებთან ერთად აუცილებლად მოიგებენ! შემოგვიერთდით! იქნება სოლიდარობა?! ყველაფერი გამოვა!“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში უკვე მესამე კვირაა 200-მდე მძღოლი, რომელთა შორისაც 50-მდე ქართველია, საკუთარი ნაშრომის ანაზღაურებას ითხოვს.

გაერთიანების ცნობით, ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც პოლონური კომპანიების გაერთიანებაში (Lukmaz; Agmaz; და Imperija) იყვნენ დასაქმებულნი, მუშაობა აუღებელი ხელფასების გამო შეწყვიტეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები