თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 28-31 მარტს, ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის - Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიმართება.
ღონისძიებას, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიხსნება, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
შეხვედრაზე ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშებისა და სამომავლო გეგმების განხილვა, ასევე, სოციალურ-კულტურული აქტივობები.
ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრაში მონაწილეობას ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა მიიღებს.
„ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით, სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით, სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს.
მისამართი: თბილისის საკრებულო
დრო: 28 მარტი, 09:30 საათი
საკონტაქტო პირი: 593 61 66 70
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი