დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში „ჭიტას“ სათამაშოების 2 ახალი მაღაზია გაიხსნა

თბილისში „ჭიტას“ სათამაშოების 2 ახალი მაღაზია გაიხსნა

23-05-2023 12:01:26

სათამაშოების მაღაზიების ქსელი ,,ჭიტა“ გაფართოვდა. ბოლო 2 თვეში კომპანიამ 2 ახალი ფილიალი გახსნა და სამომავლოდ გაფართოებას უკვე რეგიონების მასშტაბით გეგმავს.

როგორც „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერი ეთუნა კვესიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა პროდუქციაზე 10% -ით არის გაზრდილი.

კომპანიის ისტორია 30 წელს ითვლის - ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდიდან, 90-იანი წლებიდან იწყება და დღემდე განაგრძობს განვითარებასა და ყველაზე ფერადი სამყაროს შექმნას ბავშვებისათვის.

,,ჭიტას“ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ეთუნა კვესიაშვილი ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის მაღალ ხარისხს მიიჩნევს.

„მაღაზიების ქსელში წარმოდგენილია ევროპის ქვეყნებისათვის წარმოებული პროდუქცია, რომელსაც გავლილი აქვს ლაბორატორიული ტესტირება და მიენიჭა მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი ეკოლოგიის ნიშანი. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

ამჟამად, ჭიტას მაღაზიების ქსელში წარმოდგენილი გვაქვს 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებლებისათვის. ჩვენ მუდმივად ვაახლებთ პროდუქციას და მომხმარებელს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ და ორიგინალურ სათამაშოებს.

რაც შეეხება მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას სათამაშოების ხარისხის კუთხით, საგულისხმოდ გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის.

წლებია ჩვენი სოციალური არხების საშუალებით ვცდილობთ მომხმარებელს მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რათა ავამაღლოთ მათი ცნობიერება ამ მიმართულებით. ამას გარდა, ჩვენი კონსულტანტები მუდმივად ეცნობიან ბაზარზე დანერგილ სიახლეებს და ეტაპობრივად გადიან გადამზადებას. ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან ყოველივე ზემოთ აღნიშნული და სწორედ ამიტომ უკვე 27 წელია, ენდობიან ჩვენს ბრენდს“, - ამბობს ეთუნა კვესიაშვილი.

მისი თქმით, „ჭიტას“ მაღაზიებში წარმოდგენილია პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებლებისათვის.

„ჩვენი უპირატესობა ქართულ ბაზარზე აშკარაა. მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებლებისათვისაა. თბილისის ყველა უბანში შეხვდებით ჩვენს ფილიალებს, სადაც ხელმისაწვდომ ფასებსა და ხარისხიან პროდუქციასთან ერთად დაგხვდებიან ყველაზე კვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც თითოეულ მომხმარებელს სთავაზობენ ასაკობრივი თვალსაზრისით სწორად შერჩეულ პროდუქციას.

ბოლო ორი თვის განმავლობაში გავხსენით 2 ახალი ფილიალი, დიღომში მიქელაძის N13-ში და ვაკეში ფალიაშვილის N82-ში. მალე ჭიტას თბილისისა და რუსთავის გარდა სხვა დიდ ქალაქებშიც იხილავთ“, - აღნიშნავს მარკეტინგის მენეჯერი. ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე ,,ჭიტა“ 16 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია სტაბილურად 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები