დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ორი უბანი, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

თბილისის ორი უბანი, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

14-07-2023 15:00:54

2023 წლის ივნისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორე საბურთალოა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ახალი ბინების გაყიდვებმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად იმატა დიდუბეში, სამგორში, ნაძალადევსა და კრწანისში.

ვაკესა და საბურთალოში კი წლიური კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სამგორსა (+48%) და კრწანისში (+13%) დაფიქსირდა.

ივნისში საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკეში და მთაწმინდაზე დაახლოებით $1800-ის ფარგლებში მერყეობდა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში ორნიშნა წლიური ზრდა შეიმჩნევა.

მათგან ნაძალადევი (+43%) და კრწანისი (+41%) ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩა.

რაც შეეხება ახალ ბინებს, წლიურად ყველაზე მაღალი ზრდა ვაკესა (+81%) და ნაძალადევში (+56%) დაფიქსირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები